ის ნამდვილად ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს, - ამის შესახებ მეუფე ზენონ იარაჯულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
"არც გამკვირვებია, არც მთლად ასე ველოდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მიხარია. სიყვარულზე დიდი რა არის. ღმერთი, ვისაც სახელი არ აქვს, მან პირობითად ჩვენთვის სახელი დაირქვა, სიყვარული ვარო და როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერია. მე არ ვარ იმ კატეგორიის, გაფეტიშება და გაკერპება რომ იციან ადამიანის. მე გელაპარაკებით, ის ნამდვილად ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სისუსტე, ნაკლი, ცოდვა, სრულყოფილი არავინაა. ყველას მიუტევოს. ადამიანი რომ გქვია, ე.ი შენ უნდა მიგიტევოს ღმერთმა ადამიანური ცოდვები“,-აღნიშნა მეუფე ზენონმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.