ავტორი:

მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვილი სანიოლთან ერთად, პატრიარქს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვილი სანიოლთან ერთად, პატრიარქს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების ნაწილი საქართველოში იმყოფება და პატრიარქს უკანასკნელ გზაზე აცილებს.

  • მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი. ვიდეო კადრებს "რუსთავი 2" აქვეყნებს.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

პარალელურად, მრევლის მცირე ნაწილს, სამების ეზოში შესვლის შესაძლებლობა მისცეს. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, საიდანაც მოქალაქეებს წირვის ტრანსლირების ყურება შეეძლებათ.ადგილზე გადაადგილება შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. საშვებით.