სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მრევლი უკანასკნელ გზაზე რამდენიმე საათში გააცილებს.
სამების საპატრიარქო ტაძრიდან უწმინდესის გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება, მოქალაქეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობას შეუერთდნენ.
ნახეთ "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი:
ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ამ დღეების განმავლობაში ტაძართან იმ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდათ, უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიედინებოდა. მოქალაქეებს ტაძარში შესასვლელად ხშირ შემთხვევაში, რამდენიმესაათიან რიგში უწევდა დგომა. არაერთმა ადამიანმა სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გრძელი რიგის გამო, ღამეც გაათენა.