ავტორი:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა.

  • აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით გამოასვენებენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.