ავტორი:

ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად სამების ტაძარში (ფოტოები)

ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად სამების ტაძარში (ფოტოები)

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან - ოჯახებთან ერთად.

მათ შორის არიან, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.