ავტორი:

"სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ და მე არ ვარ მარტო ვინც დღეს ამას ამბობს" - დიანა ღურწკაია

"სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ და მე არ ვარ მარტო ვინც დღეს ამას ამბობს" - დიანა ღურწკაია

"მინდა, მივუსამძიმრო ჩვენს საქართველოს", - ამის შესახებ რუსეთში მცხოვრები მომღერალი, დიანა ღურწკაია ამბობს. ღურწკაია ამჟამად საქართველოში იმყოფება, პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე.

"მინდა, მივუსამძიმრო ჩვენს საქართველოს. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა ის ტკივილი, რასაც მე ვგრძნობ და მე არ ვარ მარტო ვინც დღეს ამას ამბობს", - ამბობს დიანა ღურწკაია "ტვ პირველთან".

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.