ავტორი:

პატრიარქის "ანდერძი" ქართველებს და გაფრთხილება წარსულიდან - "უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები"

პატრიარქის "ანდერძი" ქართველებს და გაფრთხილება წარსულიდან - "უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები"

საქართველო დაობლდა. თუმცა ზეციურ საქართველოში ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი დიდი ქომაგი და მლოცველი შეემატა და უწმინდესი, ყოველთვის იცხოვრებს ჩვენს გულებში, სანამ ერთი ქართველი მაინც ცოცხალია. ასევე, თუ პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის ცემა გვინდა, უნდა გვახსოვდეს მისი დარიგეგბები და გავითვალისწინოთ ისინი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეებიდან.

"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს“შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია.

არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება - რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას... მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ... წაიკითხეთ ვრცლად