სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.
პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე, ფეხით მიაცილებს.
სამგლოვიარო მსვლელობაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები.
კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშით და შეძახილებით: „გვიყვარხარ პატრიარქო“ გამოასვენეს.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.