სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვამდე, სიონის ტაძარში დასვენებისას, აღევლინა უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

მღვდელმთავრები ილია მეორეს ცრემლებით დაემშვიდობნენ.

პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს. “გვიყვარხარ პატრიარქო“ - სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.


სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ამ დღეების განმავლობაში ტაძართან იმ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდათ, უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიედინებოდა. მოქალაქეებს ტაძარში შესასვლელად ხშირ შემთხვევაში, რამდენიმესაათიან რიგში უწევდა დგომა. არაერთმა ადამიანმა სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გრძელი რიგის გამო, ღამეც გაათენა.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
ფოტო: დავითიანნი
იხილეთ ასევე: