მილიონობით ქალი მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშაა: ახალმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ დაგრძელებული თმა და პარიკები შესაძლოა მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდეს.
კერძოდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თმის პროდუქტები, რომლებსაც მილიონობით ქალი იყენებს, შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დაკავშირებულია მკერდის კიბოს განვითარების რისკთან, ჰორმონალურ დარღვევებთან და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაზიანებასთან.
მკვლევრებმა თითქმის ყველა შესწავლილ ნიმუშში (სინთეტიკურ თუ ნატურალურ თმაში, პარიკებსა და დაგრძელებულ ზოლებში) 50-მდე სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს.
მეცნიერების განმარტებით, მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ დაგრძელებულ თმას ქალები დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ.
“ის (ხელოვნური თმა) კვირების, ზოგჯერ კი თვეების განმავლობაში მჭიდროდ ეხება თავის კანს, კისერსა და მხრებს. მუდმივი კონტაქტი კი ორგანიზმში ქიმიკატების შეღწევის რისკს ზრდის“, - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი ელისია ფრანკლინი.
კანცეროგენები: 36 ნიმუშში აღმოაჩინეს მკერდის კიბოსთან დაკავშირებული 17 ნივთიერება.
ტოქსიკური ნაერთები: კალის შემცველი ნივთიერებები და ფენოლი (რომელიც გამოიყენება წებოსა და ფანერის წარმოებაში), რაც იწვევს კანის გაღიზიანებას და ჰორმონალურ დისბალანსს
ბევრი მიიჩნევს, რომ „ნატურალური“ ან „დაუმუშავებელი“ თმა უფრო უსაფრთხოა, თუმცა კვლევამ საპირისპირო აჩვენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნატურალური თმის ნიმუშები უფრო მეტ სახიფათო ნივთიერებას შეიცავდა, ვიდრე სინთეტიკური ანალოგები.
მეცნიერების თქმით, ქიმიკატები პროდუქტში შესაძლოა წარმოების ან დამუშავების ეტაპზე მოხვდეს, რათა თმა უფრო ლამაზი და გამძლე გახდეს.
საფრთხე მხოლოდ კანთან კონტაქტით არ შემოიფარგლება. თმის დაგრძელებისას ან დავარცხნისას მისი გაცხელება იწვევს ტოქსიკური ორთქლის გამოყოფას, რასაც ადამიანი ისუნთქავს.
შედეგად, ბევრი უჩივის ქავილს, სიწითლეს, გამონაყარს და სახის შეშუპებას, იშვიათად კი სუნთქვის პრობლემებსაც.
პროგნოზების მიხედვით, 14-მილიარდიანი ინდუსტრია 2028 წლისთვის თმის დაგრძელების ბაზარი 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, ეს სექტორი თითქმის არ კონტროლდება.
იხილეთ ასევე: