ავტორი:

ტრამპის 48-საათიანი ულტიმატუმი და ირანის საპასუხო მუქარა - რამდენად რეალურია, რომ მან მართლაც დაარტყას მეზობელი ქვეყნების წყალმომარაგების სისტემებს?

ტრამპის 48-საათიანი ულტიმატუმი და ირანის საპასუხო მუქარა - რამდენად რეალურია, რომ მან მართლაც დაარტყას მეზობელი ქვეყნების წყალმომარაგების სისტემებს?

კრიზისი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მძაფრდება და დასასრულიც ჯერჯერობით არ უჩანს.

ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები ირანის მიმართ მკვეთრად გამწვავდა.

  • რა თქვა ტრამპმა კონკრეტულად?

ტრამპმა ირანს წაუყენა 48-საათიანი ულტიმატუმი, რომ შეეწყვიტა აგრესიული მოქმედებები, გაეხსნა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ირანის ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიმუქრა.

რის მერეც ირანი დაიმუქრა, რომ თუ მის ინფრასტრუქტურას დაარტყამენ, საპასუხოდ დაბომბავს რეგიონში ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სისტემებს.

"შეერთებულმა შტატებმა ირანი რუკიდან წაშალა, მაგრამ მათი არასერიოზული ანალიტიკოსი დევიდ სენგერი ამბობს, რომ მე ჩემს მიზნებს ვერ მივაღწიე", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირანს გარიგების დადება სურს, მაგრამ შეერთებულ შტატებს - არა.

"დიახ, მიზნებს მივაღწიე და გრაფიკზე კვირებით ადრე! მათი ლიდერები აღარ არსებობენ, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები მკვდარია. მათ აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ აქვთ და გარიგების დადება სურთ. მე არა! ჩვენ გრაფიკს კვირებით ვუსწრებთ“, - აცხადებს ტრამპი.

  • რას აცხადებენ ირანში?

"ირანი ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით უპასუხებს", - ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს იმავე დონეზე. თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანი წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას არ გეგმავს.

"ტყუილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აპირებს წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობისთვის სირთულეების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ირანის განაცხადებს დიდი ფასი არ აქვს, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას, მეტიც მათმა პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა ამ თავდასხმების გამო, თუმცა ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე შეტევებს ამის შემდეგაც აგრძელებს. შესაბამისად, თუ ირანმა მართლაც გაბედა რეგიონის ქვეყნებში წყალმომარაგების სისტემები, ამას შესაძლოა უდიდესი კრიზისი და შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს.