ავტორი:

"პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება... არიან ასეთი ეპისკოპოსები, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს" - მეუფე ზენონი

"პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება... არიან ასეთი ეპისკოპოსები, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს" - მეუფე ზენონი

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თაობაზე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა ისაუბრა:

"როცა ილია მეორემ ეპისკოპოსობა შემომთავაზა, მე ორჯერ უარი ვუთხარი, იმჟამად 31 წლის ვიყავი. მე და მეუფე შიო ერთად შემოვედით ეპისკოპოსობაში, მაგაზე მერე მოვყვები. მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს - ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. არასდროს მე პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება...

გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არიან ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო.

მეუფე შიოს თვითონ თუ უნდა, თუ აირჩევენ, აირჩიონ, ამაზე არ არის ლაპარაკი...

მეუფე შიო [ამ ორ ეპისკოპოსს შორის არაა]... იცით, ის როგორი კარგი ადამიანია. ყველა ჩვენ თავისებური ადამიანები ვართ, ფაქიზი შინაგანი სამყაროც აქვს. მე თვითონ არ მსიამოვნებს, რომ რაღაც ვთქვა, ვატკინო ადამიანს. ან ჯერ რატომ უნდა ვატკინო? ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? რა ხდება ეკლესიაში? ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია. მსოფლმხედველობრივი პრობლემებია სერიოზული, რომელიც წმინდად პოლიტიკურია. შეიძლება მათ არ უნდოდეთ, მაგრამ ეს უკავშირდება ამას.

პატრიარქია ძალიან დიდი ტვირთია. თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა [პატრიარქობა] და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო. მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია".