ავტორი:

მოზარდ მაყურებელტა თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მოზარდ მაყურებელტა თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მოზარდ მაყურებელტა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 24, 25, 28 მარტს 20:00 საათზე წარმოდგენილი იქნება კლოდ მანიეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ ბლეზი“.

აღნიშნული პროექტი , მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქციაა.

ფრანგული კომედიის კლასიკად აღიარებული პიესა „ბლეზი“ მაყურებელს ხალისით, ირონიითა და მოულოდნელი კომიკური სიტუაციებით სავსე ამბავს სთავაზობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ბლეზია, რომლის ერთი შეხედვით უწყინარი გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გადახლართულ მოვლენათა ჯაჭვს იწვევს და ეს გაუგებრობები ნამდვილ კომიკურ ქაოსად იქცევა.კლოდ მანიეს პიესისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი, ცოცხალი დიალოგები და დახვეწილი ფრანგული იუმორი სცენაზე ქმნის მსუბუქ, დინამიკურ და ენერგიულ ატმოსფეროს. პერსონაჟები მუდმივად მალავენ სიმართლეს, ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამ გზაზე არაერთ აბსურდულ და სახალისო სიტუაციაში ხვდებიან.

თარგმანი და სცენური ადაპტაცია - დიმიტრი ხვთისიაშვილირეჟისორები- დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილიმხატვარი - ანა კალატოზიშვილიქორეოგრაფი - გია მარღანიამუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილირეჟისორის თანაშემწე - ნათია ბოშიშვილი

მონაწილეობენ: თამარ ჭანუყვაძე, ხატია მელქაძე, ნიკა ხრიკული, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე, თამარ ქადაგიძე, ალექსანდრე შარაბიძე, ანა თოგოშვილი, ლალი ღერკენაშვილი, ალექსანდრე კვეზერელი, ნიკა ჭკადუა.

ასაკი: 15+

R