საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ვაჟთან - ნიკო ღარიბაშვილთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წესის აგების ცერემონიას დაესწრო. სამგლოვიარო პროცესიიდან ფოტო ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ეს არის ექსპრემიერის მეუღლის პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს და მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ნუნუკა თამაზაშვილის ძმამ, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ იხსენებდა:
"კადრი, სადაც პატრიარქი საკუთარ გულზე დაკიდებულ ჯვარს ირაკლის ჩუქნის, პირდაპირ ეთერში ვნახე... მას შემდეგ ირაკლის ეს ჯვარი არასდროს მოუხსნია. მოიხსნა 12 იანვარს და ეს კადრიც თვალწინ მიდგას... გვითხრეს, როგორ განიცადა პატრიარქმა ირაკლის ისტორია...“ - წერდა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი).
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა და დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების ყველა პირობას.