სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში გუშინ დაკრძალეს. დაკრძალვამდე, სიონის ტაძარში დასვენებისას, აღევლინა უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ამ დრომდე არ წყდება მომლოცველთა რიგი. ილია II-ს უკანასკნელი განსასვენებლის მოსანახულებლად და სალოცავად ტაძარში უამრავი ადამიანი მიდის.







პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს. “გვიყვარხარ პატრიარქო“ - სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან.
სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
ფოტო: ვანო გორგიშვილი/ IPN
იხილეთ ასევე: