ის ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი ფიგურაა - ბენქსის გრაფიტის ნამუშევრები აუქციონებზე ასობით ათას დოლარად იყიდება. მისი შემოქმედება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ხელოვნების მოყვარულებში, ისე ცნობილ კოლექციონერებში.

თუმცა, ბრიტანული გამოცემის Mail on Sunday-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ახალი დეტალები გამოავლინა. მათი ინფორმაციით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ბენქსის ნამდვილი სახელი რობინ განინგემია.
გამოძიების მიხედვით, განინგემის ცხოვრების დეტალები და მოგზაურობა ემთხვევა იმ პერიოდებსა და ადგილებს, სადაც ბენქსის ცნობილი ნამუშევრები ჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, თავად მხატვარს ამ დრომდე არ დაუდასტურებია საკუთარი ვინაობა.

დამატებით ყურადღებას იპყრობს მისი ყოფილი თანაკლასელის, სკოტ ნერსის განცხადებაც. მისი თქმით, განინგემი სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე იყო ხელოვნების მიმართულებით და სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ის იდგეს ბენქსის ფსევდონიმის უკან.
გამოძიების ფარგლებში გაირკვა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - განინგემი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მხატვარ ლუკ ეგანთან ერთად, რომელმაც მოგვიანებით ბენქსისთან ერთად საერთო გამოფენაც მოაწყო.

ბენქსიმ პოპულარობა ტრაფარეტების გამოყენებით შექმნილი გრაფიტით მოიპოვა, რომლებიც ხშირად უკანონოდ ჩნდებოდა კედლებზე. დროთა განმავლობაში მისი ნამუშევრები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი საბჭო და კერძო ბიზნესი მათ დაცვასაც კი იწყებდა. მისი ნამუშევრები არაერთ ცნობილ კოლექციონერს აქვს შეძენილი, მათ შორის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს.
იხილეთ ასევე: