ავტორი:

დონალდ ტრამპმა ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა - რა ხდება ცნობილი: “ჩვენს შორის ძალიან კარგი საუბრები გაიმართა“

დონალდ ტრამპმა ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა - რა ხდება ცნობილი:  “ჩვენს შორის ძალიან კარგი საუბრები გაიმართა“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროს დაავალა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველა საჰაერო თავდასხმა ხუთი დღით გადადოს.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დავავალე ომის სამინისტროს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

  • მანამდე დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნიდა, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამდა და გაანადგურებდა.

საპასუხოდ ირანი დაიმუქრა, რომ თუ მის ინფრასტრუქტურას დაარტყამენ, რეგიონში ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სისტემებს დაბომბავს.

"შეერთებულმა შტატებმა ირანი რუკიდან წაშალა, მაგრამ მათი არასერიოზული ანალიტიკოსი დევიდ სენგერი ამბობს, რომ მე ჩემს მიზნებს ვერ მივაღწიე", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირანს გარიგების დადება სურს, მაგრამ შეერთებულ შტატებს - არა.

"დიახ, მიზნებს მივაღწიე და გრაფიკზე კვირებით ადრე! მათი ლიდერები აღარ არსებობენ, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები მკვდარია. მათ აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ აქვთ და გარიგების დადება სურთ. მე არა! ჩვენ გრაფიკს კვირებით ვუსწრებთ“, - აცხადებს ტრამპი.

  • რას აცხადებენ ირანში?

"ირანი ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით უპასუხებს", - ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს იმავე დონეზე. თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანი წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას არ გეგმავს.

"ტყუილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აპირებს წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობისთვის სირთულეების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ირანის განაცხადებს დიდი ფასი არ აქვს, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას, მეტიც მათმა პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა ამ თავდასხმების გამო, თუმცა ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე შეტევებს ამის შემდეგაც აგრძელებს. შესაბამისად, თუ ირანმა მართლაც გაბედა რეგიონის ქვეყნებში წყალმომარაგების სისტემები, ამას შესაძლოა უდიდესი კრიზისი და შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს.

წყარო

იხილეთ ასევე: