სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაკრძალეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები მოვიდნენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
დილიდან, ტაძარში საზოგადოება მოდის, რათა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს პატივი მიაგონ.