მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრიდან მიღებულ წერილს, რომელშიც მსახიობს თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ.
"სსიპ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო, თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 23 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება და თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტობრივად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

კალატოზიშვილი იქვე აქვეყნებს ქვითარს, რომელშიც თანხად მითითებულია 240 ლარი და 10 თეთრი.

"დახვრეტის მერე, ოჯახის წევრებს ტყვიის ფულს რომ ახდევინებდნენ. რა ვერ დავსვი წერტილი. იმედია ეს ბოლოა!“- წერს ნანკა კალატოზიშვილი.
შეგახსენებთ, კალატოზიშვილმა თეატრი პროტესტის ნიშნად მას მერე დატოვა, რაც თეატრის შენობიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი.