ავტორი:

უმძიმესი კატასტროფა აშშ-ში - მგზავრებით სავსე თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა: არიან გარდაცვლილები

უმძიმესი კატასტროფა აშშ-ში - მგზავრებით სავსე თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა: არიან გარდაცვლილები

გასულ კვირას, ნიუ-იორკის დროით დაახლოებით 23:40 საათზე, ლა-გუარდიას აეროპორტის ასაფრენ ზოლზე “Air Canada“-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

აეროპორტის განცხადების მიხედვით, “Air Canada Express“-ის თვითმფრინავი, რომელიც მონრეალიდან ჩაფრინდა, აეროპორტის ადმინისტრაციის საავიაციო სამსახურის სახანძრო-სამაშველო მანქანას შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების მომენტში თვითმფრინავში 72 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სახანძრო მანქანაში - ორი თანამშრომელი.

მგზავრებიდან 41 ადამიანი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

წყარო