ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
"ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.