OnlyFans-ის მფლობელი, ლეონიდ რადვინსკი კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

უკრაინული წარმომავლობის ამერიკელმა მეწარმემ, "OnlyFans“-ის მშობელი კომპანია “Fenix International“ 2018 წელს შეიძინა და გარდაცვალებამდე იგი პლატფორმის უმსხვილეს აქციონერად და დირექტორად რჩებოდა.

- რადვინსკი ასევე ვენჩურული კაპიტალის ფონდ “Leo“-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც მან 2009 წელს დააარსა და რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებაზე იყო ორიენტირებული.
ლეონიდ რადვინსკი უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში დაიბადა და ბავშვობაში ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა.
- ცნობილია, რომ მან ეკონომიკა ნორთვესტერნის უნივერსიტეტში ისწავლა (ილინოისი), რომელიც 2002 წელს დაამთავრა.
წყარო