კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.