ავტორი:

გატაცებულმა შვიდმა ძაღლმა ტყვეობიდან თავის დაღწევა შეძლო და პატრონთან დასაბრუნებლად 17 კმ გაიარა - ამაღელვებელი კადრები ვირუსულად ვრცელდება

ინტერნეტში ყველა წერს ამაღელვებელი ისტორიის შესახებ, რომელიც შვიდ ძაღლს გადახდა თავს.

“საუკუნის გაქცევა“ ჩინეთში მოხდა. სოფლიდან გატაცებულმა შვიდმა ძაღლმა ტყვეობიდან თავის დაღწევა შეძლო და პატრონთან დასაბრუნებლად 17 კმ სახიფათო გზა გაიარა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯგუფს წინ კორგი მიუძღვის, დანარჩენები კი მას მისდევდნენ. ერთ-ერთ დაშავებულ გერმანულ ნაგაზს მოთმინებით ელოდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ.

საბოლოოდ ისინი სახლში მშვიდობით დაბრუნდნენ.

ვიდეო 16 მარტს, ინტერნეტის მომხმარებელმა, გვარად ლუმ, ხმაურიან გზატკეცილზე ჩანჩუნში, ჯილინის პროვინციაში გადაიღო. ტყვეობიდან გაქცეული მეგობრების ისტორიას სულ მცირე 230 მილიონი ნახვა აქვს.

ჯგუფში ასევე შედიოდნენ ოქროსფერი რეტრივერები, ლაბრადორები და პეკინესი.

  • “ისინი ჰგვანან პატარა ძმების ჯგუფს, რომლებიც გასაჭირში არიან და ერთხმად მოძრაობენ,“ - განუცხადა ვიდეოს ავტორმა ჩინურ გაზეთ „დაჰე დეილის“.

ადგილობრივმა ორგანიზაცია Bitter Coffee Stray Dog Base-მა განაცხადა, რომ ძაღლები ერთი სოფლიდან არიან. ისინი მიკედლებული ჰყავს ერთ-ერთ ადგილობრისვ, ზრუნავს მათზე და შვიდივე ძაღლი წლებია ერთად ცხოვრობს.

ერთ-ერთი ვარაუდით, ძაღლები ძაღლის ხორცის მაღაზიის მეპატრონეებმა გაიტაცეს და ვარაუდობდნენ, რომ ისინი სატვირთო მანქანიდან გაიქცნენ.

წყარო