ავტორი:

რუსეთმა უკრაინას რამდენიმე ლოკაციაზე დაარტყა - არის მსხვერპლი: პოლტავაში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ზაპოროჟიეში სულ მცირე ერთი გარდაცვლილია

რუსეთმა უკრაინას რამდენიმე ლოკაციაზე დაარტყა - არის მსხვერპლი: პოლტავაში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ზაპოროჟიეში სულ მცირე ერთი გარდაცვლილია

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს შეუტია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, - ინფორმციას უკრაინული მედია პოლტავას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის შედეგად, პოლტავაში საცხოვრებელი შენობები და სასტუმრო დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აღნიშნა ვიტალი დიაკივნიჩმა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხუთი კი მძმედ დაშავდა.