ავტორი:

სულ მცირე 66 დაღუპული სამხედრო, დაკარგულები და დაშავებულები - კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები (ფოტო/ვიდეო)

სულ მცირე 66 დაღუპული სამხედრო, დაკარგულები და დაშავებულები - კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები (ფოტო/ვიდეო)

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კოლუმბიის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 115 სამხედრო მოსამსახურე.

როგორც Reuters-ი წერს, 4 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ხოლო ათობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში აფრენისას განიცადა.

ერთ-ერთმა მეხანძრემ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ბორტზე არსებული გარკვეული სახის ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა.

ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო

იხილეთ ასევე: