ირანის უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ირანს მიყენებული ზიანი სრულად არ აუნაზღაურდება.
„ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძლიერად ახორციელებენ ოპერაციებსა და აქტივობებს. ჩვენი ლიდერობის პროექტი, ახალი ლიდერის შერჩევით, მტკიცედ გადავიდა მის მმართველობაში“, - განაცხადა რეზაიმ.
მისი თქმით, ომი, ფაქტობრივად, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულდა და შეერთებული შტატები მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაგრძელება მოითხოვა.
მოჰსენ რეზაის თქმით, ომის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ აშშ-მა ნათლად გააცნობიერა, რომ „ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.