“ჩვენ პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს - არ სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! არ სცემს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! ტესტი მარტივია: - ეცი პატივი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და გეცემა პატივი! არ სცემ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს, არ მოგეგება პატივი ქართველი ხალხისგან“, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან პარტნიორობისთვის ყოველთვის მზად და ღია ვართ. გვაქვს ძალიან მცირე მოთხოვნები - პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს! ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს, როგორიც არის ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან თბილი ურთიერთობები ვერ გვექნება. ისინი ჯერ უნდა დაფიქრდნენ, გადაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისა და ქართველი ხალხის მიმართ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, მის სუვერენიტეტს. ისინი ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, მათთან ურთიერთობები გვაქვს - მარტივი ტესტია: მეგობრებო „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით არ იზომება. ქვეყნებს შორის მეგობრობა სუვერენიტეტის პატივისცემით იზომება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.