ავტორი:

მივიწყებული “დინოზავრის კვერცხი“ აქტუალურობას ისევ იძენს - რა არის ასინ ტიბუოკი და როგორ მზადდება მსოფლიოს ერთადერთ კუნძულზე, სპეციალური რიტუალების ფონზე

მივიწყებული “დინოზავრის კვერცხი“ აქტუალურობას ისევ იძენს - რა არის ასინ ტიბუოკი და როგორ მზადდება მსოფლიოს ერთადერთ კუნძულზე, სპეციალური რიტუალების ფონზე

ასინ ტიბუოკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მარილია, რომელიც მხოლოდ პატარა კუნძულზე, ფილიპინების ბოჰოლზე მოიპოვება. ბოლო პერიოდში მისი წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, შეფ-მზარეულებისა და TikTok-ის პოპულარობის წყალობით, ეს უნიკალური მარილი ახლა კვლავ აღორძინების გზაზეა.

  • ასინ ტიბუოკის ხშირად “დინოზავრის კვერცხის მარილსაც“ უწოდებენ. ადრე ეს მარილი მთელ კუნძულზე მზადდებოდა, თუმცა დღეს მისი წარმოება შეზღუდულია.

ასინ ტიბუოკს ბოჰოლში სულ მცირე მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ამზადებენ. მიუხედავად ამისა, ეთნოარქეოლოგი ანდრეა იანკოვსკი ამბობს, რომ ასინ ტიბუოკის წარმოება ფილიპინებში ესპანელების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

“კუნძულის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მრავალი თემი მონაწილეობდა მარილის წარმოებაში,“ - აღნიშნავს იანკოვსკი. “ასინ ტიბუოკს რეგულარულად აგზავნიდნენ კუნძულის შიდა ნაწილში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანაცვლოდ, მაგალითად, ბრინჯისა და სხვა პროდუქციისთვის. ვაჭრობა სხვა კუნძულებზეც ხდებოდა.“

“დინოზავრის კვერცხის“ დამზადება ოთხნახევარ თვეზე მეტ დროს საჭიროებს, ხოლო პროცესი თაობების განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა.

სამუშაოები იწყება 1000-ზე მეტი ქოქოსის ქერქის შეგროვებით, რომლებსაც მანგროს ტყეებში ორმოში ათავსებენ, რათა წყლით გაჯერდეს. შემდეგ ქერქებს ოთხი თვის განმავლობაში მზეზე აწყობენ, ნაჭრებად ჭრიან და ცეცხლზე წვავენ.

კომერციული ცვლილებების მიუხედავად, სხვა რიტუალები უცვლელი დარჩა - მარილის დამზადების პროცესში ყველა მუშამ სამკაულები უნდა მოიხსნას, არ შეიძლება მონეტების ტარება ან ცხიმიანი საკვების ჭამა. წყლის დასამატებლად ზღვის ნიჟარებს იყენებენ, რადგან ისინი უძლებენ ღუმელის სიცხეს და არ აფუჭებენ მარილის უნიკალურ გემოს.

2021 წელს ფილიპინელმა YouTube-ის ვარსკვლავმა, ერვან ჰეუსაფმა, ასინ ტიბუოკის დამზადების ვიდეო მილიონობით გამომწერს გაუზიარა. მოგვიანებით, 2023 წელს “დინოზავრის კვერცხები“ ფილიპინური Netflix-ის დრამის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა. საბოლოოდ, 2025 წლის დეკემბერში, ასინ ტიბუოკი იუნესკომ ოფიციალურად აღიარა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.

წყარო