ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა. ინფორმაციას ნაკრები "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.

გუნდის ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილია.

  • ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.