საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე "შემზარავ თავდასხმას” უწოდებს.
“პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, "დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.