ავტორი:

რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?

რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებსო. ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მუქარას მუქარით უპასუხა: ირანის ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე.

  • ასევე, რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით ვუპასუხებთო.

აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ ბრედ კუპერის განცხადებით, ირანმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელისა და სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო სამიზნეები 300-ზე მეტჯერ დაბომბა. მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები "ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიანო.

18 მარტს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის გაზის საბადოზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც შეჩერდა წარმოება ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ირანმა მომენტალურად უპასუხა: იმავე დღეს ირანის ძალებმა კატარში, რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა და კატარის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. წაიკითხეთ ვრცლად