7.5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ - იკითხა, აიტანო? - მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ დაახლოებით ტვ პირველზე. როგორ თქვა აიტანოს ხოშტარიამ 1,5 წელი ციხეშიო. ეს ვთქვი იმიტომ, რომ თავად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც გამორიცხა გირაოს შეფარდება და შემდგომ პირობითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა. ჯერ არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული უსამართლოდ პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს. ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ იკითხა, აიტანო ? მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად. ახლა ხოშტარიაზე. თქვენი წაქეზებით თქვა უარი გირაოზე, თქვენი წაქეზებით არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირობითი სასჯელის გამოტანის საფუძველი იქნება. თქვენში მათ პატრონებსაც ვგულისხმობ. ეს არის სიმართლე. თან ეს მხოლოდ ხოშტარიას არ ეხება”, - წერს შარმანაშვილი.