„მარკერებით რუსთაველზე“ - ამ სახელწოდებით პარლამენტთან "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პროტესტის პარალელურად, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე წელზე მეტია გრძელდება.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.