ავტორი:

ტრაგედია ოზურგეთში - 4 წლის გოგონას კარადა დაეცა და დაიღუპა

ტრაგედია ოზურგეთში - 4 წლის გოგონას კარადა დაეცა და დაიღუპა

ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში. უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა, ნიაკო დარჩიძე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს კარადა დაეცა და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.