ავტორი:

"ჩემს შვილს მამასთან შეხვედრის დროს უცხო ქალები ჰპარავდნენ... ბავშვი ტიროდა, ციხეში ჩემს სანახავად კი უცნობი ქალები მოდიოდნენ“ - "ყველაზე სიმპათიური პატიმრის" აღიარება

"ჩემს შვილს მამასთან შეხვედრის დროს უცხო ქალები ჰპარავდნენ... ბავშვი ტიროდა, ციხეში ჩემს სანახავად კი უცნობი ქალები მოდიოდნენ“ - "ყველაზე სიმპათიური პატიმრის" აღიარება

ჯერი მიქსი, რომელიც მსოფლიომ 2014 წელს "ყველაზე სიმპათიური პატიმრის“ სახელით გაიცნო, ახლა სულ სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ თავს დატეხილ პოპულარობას, რომელმაც ის ციხიდან პირდაპირ "ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“ მოახვედრა, მძიმე "გვერდითი ეფექტებიც" ჰქონდა.

როგორც მიქსმა პოდკასტში, Inside True Crime აღნიშნა, მისმა "საშიშმა მომხიბვლელობამ“ ოჯახთან დააშორა.

ფანების "შტურმი“ ციხის საკანზე

2014 წელს, კალიფორნიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ ინტერნეტი "ააფეთქა". მწვანეთვალება კრიმინალის სურათს რამდენიმე საათში ათიათასობით მოწონება და კომენტარი მოჰყვა. სანამ მიქსი იარაღის უკანონო შენახვისთვის სასჯელს იხდიდა, ციხის გარეთ ნამდვილი ისტერიკა დაიწყო და ფანების მთელი არმია შეიძინა.

"დღეში 300-მდე წერილს ვიღებდი. მიგზავნიდნენ ყველაფერს: შიშველ ფოტოებს, ფულად გზავნილებს. ზოგიერთი ტენესის შტატიდანაც კი ჩამოდიოდა, რომ ერთი წუთით მაინც ვენახე,“ - იხსენებს ჯერემი.

"ჩემი შვილი ტიროდა, მინის მიღმა კი უცნობი ქალები იდგნენ“

ყველაზე დიდი პრობლემა ციხეში ვიზიტების შეზღუდული რაოდენობა აღმოჩნდა. წესის მიხედვით, პატიმარს კვირაში მხოლოდ ორი შეხვედრის უფლება ჰქონდა. თაყვანისმცემლები იმდენად სწრაფად იკავებდნენ ადგილებს, რომ მიქსის ოჯახისთვის დრო აღარ რჩებოდა.

ჯერი იხსენებს, რომ ხშირად მინის მიღმა სრულიად უცხო ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებსაც ცხოვრებაში პირველად ხედავდა. "ყველაზე მეტად ის მტკენდა გულს, რომ ჩემი 5 წლის შვილი ვერ ხვდებოდა, მამა სახლში რატომ არ ბრუნდებოდა. მას ჩემი ნახვა სჭირდებოდა, მაგრამ უცხო ქალების გამო ადგილები ყოველთვის დაკავებული იყო,“ - ამბობს მოდელი.

მიქსს იმ დროს ციხის ადმინისტრაციისა და თაყვანისმცემლებისთვის თხოვნა უწევდა, რომ ადგილები მისი პატარა შვილისთვის დაეთმოთ.

კრიმინალური წარსულიდან მაღალ მოდამდე

შეგახსენებთ, რომ ჯერი მიქსი ყოფილი კრიმინალური დაჯგუფება Crips-ის წევრი იყო. თუმცა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ (2016 წელს) მისი ცხოვრება სრულად შეიცვალა. ის მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მუზა გახდა.

პირველი ცოლი, მელისა

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ ხმაურიანია: მას შემდეგ, რაც პირველ ცოლს, მელისას დაშორდა, ურთიერთობა დაიწყო მილიარდერ ფილიპ გრინის ქალიშვილთან, ქლოი გრინთან, რომლისგანაც მეორე შვილი შეეძინა.

ქლოი გრინთან ერთად

დღეს 42 წლის მიქსი წარსულს ნანობს, თუმცა აღიარებს, რომ იმ ერთმა საბედისწერო ფოტომ ახალი ცხოვრების შანსი მისცა - შანსი, რომელიც კრიმინალური სამყაროდან პოდიუმზე გადის.