"უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს - ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის ზრდისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად!“- წერს ტრამპი.
"მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა. ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს არჩევნებში დავუჭირე მხარი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ დიდი პატივია. არჩევნების დღეა 2026 წლის 12 აპრილი. უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს - ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს“, - წერს ტრამპი.