"აშშ-ი მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს", - ამის შესახებ ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის სპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა.
ზოლფაქარი ასე დამცინავად უპასუხა ამერიკელების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცნობისთვის ისინი არ ადასტურებენ რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებას.
"მიაღწია თუ არა თქვენი [აშშ-ის] შინაგანი ბრძოლის დონემ იმ ეტაპს, როდესაც საკუთარ თავთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?! ჩვენნაირი ადამიანები ვერასდროს შეეწყობიან თქვენნაირ ადამიანებს“, - განაცხადა ზოლფაქარიმ.
"ვესაუბრებით სწორ ადამიანებს და მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
"ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი ამას აკეთებენ მარკოსთან, ჯეი დი-სთან და სხვა ადამიანებთან ერთად, შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარეს შეთანხმების დადება სურს და ვის არ ენდომებოდა? მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი კომუნიკაციები აღარ არსებობა - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რამ გამოიწვია მინი პოზიციის ცვლილება მასა შემდეგ, რაც წინა კვირის პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურდა ცეცხლის შეწყვეტა, ტრმპმა უპასუხა : "ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენთან საუბრობენ და ისინი აზრიან რაღაცებს ამბობენ“.
"გახსოვდეთ, ყველაფერი იმით იწყება, რომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, როგორც გუშინ ვთქვი. მე ვთქვი: "პირველი, მეორე და მესამე ის არის, რომ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღის ჰქონდეთ და მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა ტრამპმა.