ავტორი:

დაკავებულთა შორისაა ჰანდე ერჩელის ყოფილი შეყვარებული, თურქეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე - "ჰანდეს პოლიცია ეძებს": სპეცოპერაციის დეტალები

დაკავებულთა შორისაა ჰანდე ერჩელის ყოფილი შეყვარებული, თურქეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე - "ჰანდეს პოლიცია ეძებს": სპეცოპერაციის დეტალები

თურქული შოუბიზნესი და ბიზნესელიტა შოკშია. სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკების მოხმარებისა და ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულთა შორის ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე, ჰაკან საბანჯი აღმოჩნდა.

პოლიციამ ერთდროულად 16 მისამართზე მიიტანა იერიში. ყველაზე დიდი ინტერესი კი საბანჯისა და პოპულარული მსახიობის, ჰანდე ერჩელის ირგვლივ ტრიალებს, რომლის დაკავების ბრძანებაც უკვე გაცემულია.

იდეალური წყვილის კრახი: რატომ დაშორდნენ სინამდვილეში?

ჰანდე ერჩელისა და ჰაკან საბანჯის 3-წლიანი ურთიერთობა თურქული მედიის მთავარი თემა იყო. წყვილი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, 2025 წლის აგვისტოში მოულოდნელად დაშორდა.

თურქული ტაბლოიდები მაშინ წერდნენ, რომ დაშორების მიზეზი საბანჯების ოჯახის, კერძოდ კი დედის, არზუ საბანჯის მკაცრი პოზიცია გახდა - ის შვილის ქორწინებას მსახიობზე ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, დღევანდელი მოვლენების ფონზე, თურქული მედია ვარაუდობს, რომ დაშორების რეალური მიზეზი შესაძლოა სწორედ ის "წრე" ყოფილიყო, რომელშიც წყვილი ტრიალებდა და სადაც ნარკოტიკული საშუალებები ფიგურირებდა.

ჰაკან საბანჯი - "ფლეიბოი" თუ სერიოზული ბიზნესმენი?

ომერ საბანჯის ვაჟზე, რომელსაც ამერიკული განათლება აქვს თურქეთი დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა მედიის ფურცლებზე უფრო ხშირად თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით ხვდებოდა. მოდელები, მსახიობები და ელიტური წვეულებები - ჰაკანის ცხოვრების სტილი ყოველთვის იყო კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ის ოჯახურ ბიზნესშიც აქტიურად იყო ჩართული, დღევანდელმა დაკავებამ საბანჯების რეპუტაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა.

სად არის ჰანდე ერჩელი?

ამ დროისთვის მსახიობის ადგილსამყოფელი უცნობია. პოლიცია მას აქტიურად ეძებს. გამოძიების ვერსიით, ის შესაძლოა იმავე დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გავრცელებაშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ ჰანდე ერჩელი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელსაც ინსტაგრამზე 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ოპერაციის დეტალები და სრული სია

სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს "საზოგადოებრივი მორალის დაცვას".

პირები, რომლებზეც დაკავების ბრძანება გაიცა:

  • ფიქრეტ ორმანი (ბეშიქთაშის ყოფილი პრეზიდენტი)
  • ბურაკ ელმასი (გალათასარაის ყოფილი პრეზიდენტი)
  • ჰაკან და ქერიმ საბანჯი
  • ჰანდე ერჩელი (ამჟამად მიმალვაშია)
  • დიდემ სოიდანი და გიუზიდე დურანი (მოდელები)
  • სეზგინ ქოისურენი, ფერჰათ აიდინი, ლუთფიე თუღჩე ოზბუდაქი და სხვები.

თურქული წყაროების ცნობით, ჰაკან საბანჯის ადვოკატები უკვე ცდილობენ მის გირაოთი გათავისუფლებას, თუმცა პროკურატურა საქმის "განსაკუთრებულ სიმძიმეზე" მიუთითებს.

წაიკითხეთ ასევე: