ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რეგიონში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, ირანის მოთხოვნები ახალ შეთანხმებას მოიცავს, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადს დააწესებს.
ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
გეგმის თანახმად, ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეზღუდოს და ასევე, რეგიონში მისი „პროქსი“ ძალების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.