ავტორი:

თეატრი სახელოსნო 42 პრემიერისთვის ემზადება

თეატრი სახელოსნო 42 პრემიერისთვის ემზადება

აპრილის თვეში თეატრი სახელოსნო 42-ის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატება. „იატაკქვეშეთის ადამიანი“ (ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების „წერილები იატაკქვეშეთიდან“ მიხედვით) ერთი უბრალო, უსახელო ადამიანის იზოლირებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს:

ის არ არის გმირი.

ის არ ითხოვს თანაგრძნობას.

ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.

ფიოდორ დოსტოევსკის ერთდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანური ფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვას გვიტოვებს: ვინ ვართ სინამდვილეში, როცა აღარავინ გვადევნებს თვალს?

დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი

რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე

მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ნინი ლორთქიფანიძე

პრემიერა შედგება 2026 წლის 7, 8, 15 და 22 აპრილს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ორ პლატფორმაზე: tkt.ge და biletebi.ge.

სეზონის გენერალური სპონსორია Visa X TBC Concept.

R