ავტორი:

როგორ ჩააბარო საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვო დაფინანსება?

როგორ ჩააბარო საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვო დაფინანსება?

იტალია, გერმანია, ესპანეთი, ამერიკა, ბრიტანეთი… რომელ ქვეყანაში ისურვებდი სწავლას და ცხოვრებას? რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი რის მიხედვითაც შეარჩევ უნივერსიტეტს, ან ქვეყანას სადაც უნდა იცხოვრო?

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება მარტივი არ არის და უამრავი ინფორმაციის მოძიებას მოითხოვს, რომელი უნივერსიტეტი ჯობია მიმართულებების მიხედვით, რომელ ქვეყანაში სჯობს კარიერის პირველი ნაბიჯების გადადგმა, რომელი უნივერსიტეტი რას ითხოვს და ა.შ.

ამ პროცესის გასამარტივებლად, განათლების ცენტრი LEAF ყოველწლიურად განათლების საერთაშორისო გამოფენებს მართავს. ახლაც, 29 მარტს თბილისში სასტუმრო ბილტმორში სწორედ ასეთი ღონისძიება იმართება, სადაც საზღვარგარეთ დაინტერესებულებს პირადად შეგიძლიათ შეხვდეთ უნივერსიტეტებს მთელი მსოფლიოდან და პირადად მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შემდეგ კი LEAF-ის აკადემიური მრჩევლები დაგეხმარებიან საუნივერსიტეტო აპლიკაციების სრულ პროცესში, რაც მოიაზრებს თქვენი მონაცემებისა და მოთხოვნების შესაბამისი უნივერსიტეტის მოძიებას, ესეების დამუშავებას, რეზიუმეს გამართვას, ინტერვიუსთვის მზადებას და ა.შ. გამოფენაზე მოსვლა ყველას შეუძლია სრულიად უფასოდ, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/

განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს მომავალ სექტემბერს უკვე სწავლობდეს საზღვარგარეთ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რადგან უნივერსიტეტებს წლის ბოლო, გაზაფხულის მიღება აქვთ, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შეხვედრა.

რისი სწავლაც არ უნდა გსურდეს: დიზაინი, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ბიზნესი, ფსიქოლოგია, მედიცინა თუ საერთაშორისო ურთიერთობები, გამოფენაზე ყველა ინტერესის პროგრამას იპოვი, ბაკალავრიატისთვის თუ მაგისტრატურისთვის.

29 მარტს LEAF-ის გამოფენაზე შეხვდებით ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა: Bocconi University, IE University, Les Roches, Domus Academy, Catholic University, Webster University, Brussels School of Governance და სხვები ევროპიდან, ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

სწორედ ახლა Bocconi University-მა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ქართველებისთვის საოცნებო უნივერსიტეტი, LEAF-ის სტუდენტს 100%-იანი დაფინანსება მიანიჭა, რაც ნიშნავს რომ სწორად დაგეგმილი პროცესი აუცილებლად წარმატებულ შედეგზე გადის.

მსოფლიო მასშტაბით ყველანაირი ფასის უნივერსიტეტები არსებობს, აღმოსავლეთ ევროპა ძირითადად 3000 - 8000 ევროს ფარგლებშია წლიური სწავლის ბიუჯეტი, ცენტრალური ევროპა 8000 - 30000 ევროს ფარგლებშია მხოლოდ სწავლის საფასური, რაც შეეხება ამერიკას 30 000 დოლარი და მეტი უნდა გათვალოთ სწავლის ბიუჯეტისთვის.

საზღვარგარეთ სწავლისთვის მზადება ერთი წლით ადრე იწყება. ამ დროს აანონსებენ უნივერსიტეტები რომელ პროგრამაზე აქვთ მიღება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აპლიკანტები.

ზოგადად, რაც მალე დაიწყებს სტუდენტი საუნივერსიტეტო აპლიკაციებზე მუშაობას, მით უფრო დიდი არჩევანი ექნება სწორად შეარჩიოს უნივერსიტეტი.

რა თქმა უნდა არსებობს დაფინანსების შესაძლებლობებიც, რასაც ძირითადად სტუდენტის აკადემიურ მონაცემებსა და ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე დაფუძნებით გასცემენ უნივერსიტეტები. შეიძლება მოიპოვოთ 30%, 50%, 70% ან 100% დაფინანსებაც კი.

ასევე არსებობს რამდენიმე სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა, რაც მოიცავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების დაფარვას. ასეთებია: მაგისტრატურისთვის Chevening დიდ ბრიტანეთში და Fullbright ამერიკაში, ასევე Hungaricum-ის სტიპენდია უნგრეთში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

როგორც ხედავ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიო უნივერსიტეტი, პროგრამა და ქვეყანა. თუ შენც გინდა შეუერთდე წარმატებული ქართველი სტუდენტების რიცხვს და ისწავლო ევროპის ან ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტში დაფინანსებით, არ გამოტოვოთ განათლების ცენტრი LEAF -ის საერთაშორისო განათლების გამოფენა., მოდი, პირადად შეხვდი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაუსვი ყველა კითხვა და მიიღეთ სრული ინფორმაცია.

📆29 მარტი

🕛12:00 -17:00 სთ

📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

➡️რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/

  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია: Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია არდი
  • LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია: BPN
  • გამოფენის პლატინის სპონსორია: Università Cattolica del Sacro Cuore , Alpha Aktiv Heidelberg;
  • ოქროს სპონსორია: IE University,
  • ხოლო ვერცხლის სპონსორია: LCC International University

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

  • DUNKIN
  • ’BarM-ბარემ
  • ბაკურიანი
  • საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი / Goethe-Institut Georgien
  • IT Academy STEP

R