ავტორი:

"შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს" - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

"შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს" - გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.

  • გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოულორი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

„შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, - წერს ლოულორი X-ზე.