ავტორი:

ანდების მკვიდრებს უცნაური გენეტიკური უნარი განუვითარდათ - რა აჩვენა მათმა დნმ-მა

ანდების მკვიდრებს უცნაური გენეტიკური უნარი განუვითარდათ - რა აჩვენა მათმა დნმ-მა

ათასობით წლის განმავლობაში, არგენტინის ანდების მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანები სვამდნენ წყალს, რომელიც ადამიანების უმეტესობას სასიკვდილოდ დააავადებდა. აღსანიშნავია, რომ იქ, ვულკანურ ქანებში ბუნებრივად არსებული დარიშხანი გრუნტის წყლებში ჟონავს, რაც ადგილობრივ წყალმომარაგებას ტოქსიკური მეტალოიდის ისეთი დონით აბინძურებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანთა პოპულაციების უმეტესობას. მაგრამ ჩრდილოეთ არგენტინის ერთ ჯგუფს ამ გარემოებამ არაჩვეულებრივი გენეტიკური უპირატესობა განუვითარა.

  • დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები მოსხლეობის დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ არგენტინის ანდების პოპულაციას განივითარდა გენი, რომელიც მათ დარიშხანის მონელებაში ეხმარება და უფრო მეტიც, მომწამვლელი ნივთიერება მათ მეტაბოლიზმს ავითარებს.

“ადაპტაცია იწვევს გენომურ ცვლილებებს, თუმცა, ადამიანებში კონკრეტული ადაპტაციების მტკიცებულება შეზღუდულია. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ გარემო სტრესორ დარიშხანთან შეგუებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია AS3MT-ის დამცავი ვარიანტების სიხშირის ზრდა, რაც წარმოადგენს ადამიანის ტოქსიკურ ქიმიკატთან ადაპტაციის პირველ მტკიცებულებას“, - წერდა მკვლევართა გუნდი უფსალას უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგების, კარინა შლებუშისა და ლუსი გატეპაის ხელმძღვანელობით 2015 წლის ნაშრომში.

არგენტინის ქალაქი სან ანტონიო დე ლოს კობრესი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 3,775 მეტრის სიმაღლეზე. შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ეგუებიან ადამიანთა პოპულაციები ტოქსიკურ ქიმიკატებს თავიანთ გარემოში.

დარიშხანი მაღალტოქსიკურია, ასოცირდება კიბოსთან, კანის დაზიანებებთან, თანდაყოლილ დეფექტებთან და ადრეულ სიკვდილთან. ის ასევე ფართოდ არის გავრცელებული ბუნებრივად - მაღალი დონით იმყოფება მსოფლიოს მრავალი რეგიონის გრუნტის წყლებში.

სასმელ წყალში დარიშხანის ამჟამინდელი რეკომენდებული ლიმიტი, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, არის 10 მიკროგრამი ლიტრზე. 2012 წელს ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებამდე, არგენტინის პუნა დე ატაკამას პლატოზე მდებარე მოშორებულ, მაღალმთიან ქალაქ სან ანტონიო დე ლოს კობრესს ჰქონდა სასმელი წყალი, რომელიც შეიცავდა დაახლოებით 200 მიკროგრამ დარიშხანს ლიტრზე — რაც რეკომენდებულ ლიმიტზე დაახლოებით 20-ჯერ მეტია.

მიუხედავად ამისა, რეგიონი დასახლებულია ათასობით წლის განმავლობაში.

წყარო

იხილეთ ასევე: