ავტორი:

თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს Touch RGB მასპინძლობს: ცნობილია საბოლოო აჯენდა და სპიკერების სრული შემადგენლობა

თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს Touch RGB მასპინძლობს: ცნობილია საბოლოო აჯენდა და სპიკერების სრული შემადგენლობა

Touch Platform-ის ორგანიზებით, 3–4 აპრილს თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი, Touch RGB გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის საბოლოო აჯენდა უკვე მზად არის და ის მონაწილეებს განსაკუთრებულად დატვირთულ და პროფესიულად საინტერესო პროგრამას სთავაზობს.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში დაგეგმილია 20-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერის გამოსვლა, 30-ზე მეტი თემატური სესია და 10 პრაქტიკული ვორქშოფი. ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს არის სტრატეგიული პლატფორმა ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული კავშირების გასაფართოებლად და საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად, რაც მომავალში მსხვილ კოლაბორაციულ ბიზნეს-პროექტებში უნდა გადაიზარდოს.

სრული აჯენდის სანახავად ექვიეთ ბმულს: https://touch.ge/touchrgb26/agenda

სტრატეგიული მიმართულებები და ფორმატი

Touch RGB-ის პროგრამა სრულად პასუხობს თანამედროვე ციფრული დიზაინის მთავარ საჭიროებებს და ფოკუსირებულია სამ საკვანძო მიმართულებაზე:

  1. UI/UX დიზაინი — პროდუქტის განვითარების ფუნდამენტი;
  2. გენერირებული დიზაინი (კრეატივი, ხელოვნური ინტელექტი, ახალი მედიები)
  3. Motion Design (3D, AR / VR / XR) — მომავლის ინტერაქციული ტექნოლოგიები.

ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ბალანსს:

  • 3 აპრილს კონფერენციის მთავარ ნაწილს Expo Georgia-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს, სადაც აქცენტი გაკეთდება ქინოუთ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე.
  • 4 აპრილს პროცესი D Block-ის სივრცეებში გაგრძელდება, სადაც ინტერაქციული სესიები და ვორქშოფები დაეთმობა უნარების პრაქტიკულ ათვისებას.

გლობალური ექსპერტიზა და კარიერული აქსელერაცია

წელს Touch RGB-ის სპიკერების შემადგენლობა ხაზს უსვამს ღონისძიების მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. ჰედლაინერებს შორის არიან გლობალური კრეატიული ინდუსტრიის სუპერვარსკვლავები და წამყვანი სტუდიების დამფუძნებლები:

  • მარინა ვილერი (ლონდონი) — მსოფლიოს წამყვანი დიზაინ-სააგენტოს, Pentagram-ის პარტნიორი და დიზაინ დირექტორი;
  • SNASK (შვედეთი) — საერთაშორისო ბრენდინგ-სააგენტოს დამფუძნებლები;
  • ტობიას ალინი (შვედეთი) — Figma-ს პროდუქტის დიზაინერი;
  • მარტენ კუპიერსი (ამსტერდამი) — DEPT-ის დიზაინ დირექტორი;
  • სტუარტ ვოტსონი — Nomad Studio-ის დამფუძნებელი;
  • ვინსენტ შვენკი (გერმანია) — აღიარებული 3D არტისტი.
  • ჯამში 20-ზე საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი

მნიშვნელოვანია ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პორტფოლიო რევიუ, რომელშიც 10-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ეს ფორმატი დამწყებ სპეციალისტებს აძლევს პირდაპირ წვდომას ინდუსტრიის ლიდერებთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბარიერს ნიჭიერ კადრებსა და წამყვან დამსაქმებლებს შორის.

ბიზნეს პარტნიორობა და ბილეთები

პროექტის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს კერძო და საჯარო სექტორის ძლიერი კონსოლიდაცია.

  • მთავარი პარტნიორები: Holy Motors, Smartsoft
  • პარტნიორები: GIPA, Dblock, შვედეთის საელჩო, შატო მუხრანი, Better Group, CityMall, Episode Hotel, Borjomi, EFES
  • ქომუნითი პარტნიორები: Comm School, Design Institute, DAS, Smart Academy, Geolab, ICC Georgia,
  • მედია მხარდაჭერა: BMG, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Formula, Next.on.ge, Marketer.ge, Palitra Media.

დღის ბოლომდე ბილეთებზე მოქმედებს Early Bird ფასები. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ პლატფორმაზე: touch.ge/touchrgb26

R