ავტორი:

"წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის" - დეკანოზი გიორგი

"წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის" - დეკანოზი გიორგი

წმინდა სინოდში დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგიმ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს, დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

  • გარდა ამისა მან სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საფლავთან მრევლის უწყვეტ ნაკადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მრევლის ეს ნაკადი, რაც სიონშია, არის დიდი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი“.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.