სამშაბათის ღამიდან ოთხშაბათის ჩათვლით უკრაინამ რუსეთზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ტალღა წამოიწყო, რასაც ლენინგრადის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბალტიის ზღვის პორტ უსტ-ლუგაში ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ოთხშაბათ დილით, ადგილობრივი გუბერნატორის ალექსანდრე დროზდენკოს განცხადების თანახმად, პორტში, რომელსაც დღეში დაახლოებით 700 000 ბარელი საექსპორტო ნავთობის დამუშავება შეუძლია, ხანძარი მძვინვარებს, გუბერნატორს ზარალის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის.

უსტ-ლუგა ბალტიის რეგიონში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს, საიდანაც ხანძრამდე ყოველდღიურად დაახლოებით 450 000 ბარელი ნედლი ნავთობი იგზავნებოდა. აქ ასევე მდებარეობს რუსეთის სიდიდით მეორე ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია Novatek PJSC-ის ნავთობპროდუქტების ტერმინალიც. პორტის ტერიტორიაზე განთავსებულია ინფრასტრუქტურა ქვანახშირის, სასუქებისა და სხვა ტვირთების გადაზიდვისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა პორტის დანადგარები, ტერმინალი, რომელიც ასევე ქვანახშირის, მარცვლეულის და სასუქების ექსპორტს ახორციელებს ამჟამად დალუქულია, დაიწვა რამდენიმე ნავთობის შესანახი რეზერვუარი.

დროზდენკოს თქმით, ღამით ლენინგრადის რეგიონის თავზე 56 უკრაინული დრონი იქნა ჩამოგდებული.
იერიში იქნა მიტანილი ბელგოროდის რეგიონზეც, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ღამით განხორციელებულმა დრონების თავდასხმამ დაახლოებით 450 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქმით, აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგში მდებარე ქარხანაზე, რომელიც კომპანია "ნოვატეკს“ ეკუთვნის.
შეგახსენბეთ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული შნოვატეკი“ რუსეთში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი კომპლექსი, რომლის უსტ-ლუგში მდებარეობს, დაკავებულია გაზის კონდენსატის გადამუშავებითა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით.