ავტორი:

ქართულმა ფაგოთერაპიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - იტალიაში ქართულ-იტალიური წიგნი გამოიცა

ქართულმა ფაგოთერაპიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - იტალიაში ქართულ-იტალიური წიგნი გამოიცა

ქართული მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პირველად იტალიაში გამოიცა ქართულ-იტალიური სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ქართულ ფაგოთერაპიას ეძღვნება. წიგნი, სახელწოდებით The Beauty and the Power of Phages გამოსცა La Casa di Ippocrate-მ.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ფაგოთერაპიას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებად მიიჩნევა. წიგნში ასახულია ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის გამოცდილება და ამ სფეროს განვითარების ისტორია საქართველოში, ასევე ქართული კლინიკის პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებული შემთხვევები.

ბაქტერიოფაგები ბუნებრივი ვირუსებია, რომლებიც ბაქტერიებს ანადგურებენ და თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზრდის ფონზე. სწორედ ამიტომ, ფაგოთერაპია კვლავ აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო სამეცნიერო დღის წესრიგში.

წიგნის გამოცემის აღსანიშნავად, 26 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება სპეციალური უფასო ვებინარი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე იტალიელი ექიმები. ღონისძიებაზე განხილული იქნება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მიღწევები.

ვებინარის მომხსენებლები არიან:

  • დეა ნიჟარაძე - ელიავას ფაგოთერაპიისც ცენტრი - მთავარი ექიმი
  • დავით სტურუა - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - დირექტორი
  • ნატა ნაკაიძე - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ექიმი
  • მარკო მატორე

(R)