ავტორი:

მარია ზახაროვა: "საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ"

მარია ზახაროვა: "საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ"

როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში, დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია , - ამის შესახებ ამის შესახებ ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე და თქვა, რომ თუ ამისთვის მზად იქნებიან თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

ამასთან, ზახაროვას მტკიცებით, რუსეთთან "ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია“. მისი შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, რადგან რუსეთი "დასავლურ პრაქტიკას არ იყენებს“.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირები გვაქვს. ამის გათვალისწინებით, გარკვეულ მომენტებზე პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ვახალისებთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. როგორც ჩანს, ქართული მხარეც ასევე, დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, ვინმეს მიერ ვინმესთვის. დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ…

პოლიტიკურ დიალოგს რაც შეეხება, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა იქნებიან ამისთვის მზად თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილი კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ასეთი მიდგომის რაციონალურად ახსნა საქართველოსთვის ალბათ რთულია. მგონია, რომ როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია”, - უპასუხა მარია ზახაროვამ ნიკოლოზ მჟავანაძეს 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ასევე: