ავტორი:

კრიზისი კიდევ უფრო მძაფრდება: ირანი ამ ეტაპზე აშშ-ის 15-იანი გეგმას არ თანხმდება და საკუთარ პირობებს აყენებს - ამერიკელები კი ახლო აღმოსავლეთში ათასობით სამხედროს გაგზავნას აპირებენ

კრიზისი კიდევ უფრო მძაფრდება: ირანი ამ ეტაპზე აშშ-ის 15-იანი გეგმას არ თანხმდება და საკუთარ პირობებს აყენებს - ამერიკელები კი ახლო აღმოსავლეთში ათასობით სამხედროს გაგზავნას აპირებენ

BBC-ის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა "ზედმეტად მკაცრად“ შეაფასა და ომის დასრულებისთვის ხუთი პირობა წამოაყენა, - ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო მედიას განუცხადა.

ოფიციალური პირის მიერ ჩამოთვლილ პირობებს შორის არის ომის დასრულება "ყველა ფრონტზე“ და კომპენსაციების გადახდა.

მანამდე ირანმა მიიღო აშშ-ის 15-პუნქტიანი წინადადება - იუწყება პაკისტანი, რომელიც ამ პროცესში შუამავლის როლს ასრულებს.

ამერიკული გეგმა, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, სავარაუდოდ, ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, რომელიც პაკისტანის ორი ოფიციალური პირი აღწერას ეფუძნებოდა, აშშ-ის 15-პუნქტიან გეგმა ასევე ითვალისწინებს ირანის სარაკეტო შესაძლებლობების შეზღუდვას და ჰორმუზის სრუტის გახსნა. ეგვიპტის ოფიციალურმა პირმა, რომელიც შუამავლობის პროცესშია ჩართული, განაცხადა, რომ წინადადება ასევე ირანის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაზე შეზღუდვებსაც ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია რომ გეგმაში ნახსენები ზოგიერთ პუნქტი უკვე მიუღებელი იყო ომამდე მოლაპარაკებების პროცესში. მაგალითად, ირანი არ განიხილავდა თავისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის ან რეგიონული დაჯგუფების მხარდაჭერის საკითხებში რაიმე ცვლილებას და აცხადებდა, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნება მის ერთ-ერთ მთავარი სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენდა.

ისრაელის ერთ-ერთმა მინისტრმა BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის წინადადება "ქაღალდზე იდეალურად გამოიყურება“, თუმცა ირანი "დიდი ალბათობით“ მას არ დათანხმდება.

ამავდროულად, პენტაგონი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ნაწილი განლაგებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულ ლოკაციას არ ასახელებს.

ირანი აგრძელებს თავდასხმები ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე, მათ შორის განახორციელა შეტევა, რომელმაც ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ხანძარი გამოიწვია.

ირანის აღნიშნული ქმედებები, ისრაელის მიერ თეირანზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს შემდგომ პერიოდს დაემთხვა, ამასთანვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ რეგიონში საჰაერო დესანტისა და საზღვაო ქვეითების დამატებით შენაერთებს გზავნის.

  • აშშ ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ სამხედრო ძალას გზავნის

Associated Press-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო დღეებში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მინიმუმ 1000 სამხედრო მოსამსახურე ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნება.

პენტაგონი ასევე გეგმავს რეგიონში დაახლოებით 5000 საზღვაო ქვეითისა და ათასობით მეზღვაურის გაგზავნასაც.

შუამავლები ცდილობენ ირანელებსა და ამერიკელებს შორის პირდაპირი შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც შესაძლოა უკვე პარასკევს, პაკისტანში გაიმართოს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “ამჟამად მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული“, რომელშიც სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მონაწილეობენ . აშშ-ს პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ გაუმჟღავნებია თუ ვისთან აქვს კონტაქტი ირანის მხრიდან, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება “მეორე მხარესაც სურს“.

  • ტრამპის განცხადებების საპასუხოდ, Press TV ირანის ცეცხლის შეწყვეტის ხუთპუნქტიან გეგმას ავრცელებს, რომელიც ირანელი ოფიციალური პირების მკვლელობის შეწყვეტას, სამშვიდობო გარანტიებს, ,ომის ზიანის ანაზღაურებას, საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის აღიარებას მოიცავს.

მოთხოვნების ნაწილი, განსაკუთრებით ის პუნქტები, რომლებიც კომპენსაციისა და სრუტის კონტროლს შეეხება, სავარაუდოდ, სრულიად მიუღებელი იქნება თეთრი სახლისთვის, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ მიმდინარე ომი უკვე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მსოფლიო ენერგომომარაგებაზე.

ამავდროულად Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანი კვლავ განიხილავს აშშ-ის წინადადებას სპარსეთის ყურეში ომის დასრულებაზე, მიუხედავად პირველი უარყოფითი რეაქციისა - უთხრა ირანის მაღალჩინოსანმა სააგენტო 25 მარტს, რითაც მიანიშნა, რომ თეირანს ეს წინადადება ბოლომდე ჯერ არ უარუყვია.

წყარო